აშშ-ში, ნავთან შეჯახების შემდეგ 6 მეტრიანი ვეშაპი მოკვდა

ვეშაპი

აშშ-ში, ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან, ნავთან შეჯახების შემდეგ 6 მეტრიანი ვეშაპი მოკვდა. შეჯახების შედეგად, ერთი პირი წყალში გადავარდა, ნავი კი ჩაძირვას გადაურჩა. 

შეჯახების კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს. მედიის ცნობით, მკვდარი ვეშაპი ზღვამ სანაპიროსთან გამორიყა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ვეშაპის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ნავთან შეჯახებამდეც დაშავებული იყო.