„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
ვენესუელაში 24 ივნისის დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე 2 295-ს აღწევს, დაშავებულია 11 000-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
სტიქიის შემდეგ იძულებით გადაადგილებული ათასობით მოქალაქე გადატვირთულ თავშესაფრებში ან ღია ცის ქვეშ რჩება, სადაც სუფთა წყალსა და სათანადო სანიტარიულ პირობებზე წვდომა არ აქვთ.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიწისძვრების შედეგები ფართომასშტაბიან სამედიცინო კრიზისად იქცა, რომელიც, დროული რეაგირების გარეშე, უახლოეს დღეებსა და კვირებში კიდევ უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.
მათი შეფასებით, საგანგებო ვითარებამ ნათლად წარმოაჩინა ვენესუელის ჯანდაცვის სისტემაში არსებული მრავალწლიანი პრობლემები, მათ შორის ექიმების მწვავე დეფიციტი, რაც ეკონომიკურმა კრიზისმა, არასაკმარისმა დაფინანსებამ და სპეციალისტების ემიგრაციამ განაპირობა.