1748980445
Dior-ის ახალი კრეატიული დირექტორი ჯონათან ანდერსონი გახდა

Dior-ს ახალი კრეატიული დირექტორი ჰყავს. თანამდებობა ჩრდილოეთ ირლანდიელმა დიზაინერმა ჯონათან ანდერსონმა დაიკავა.
ის პირველი დიზაინერია, ვინც უხელმძღვანელებს როგორც ქალთა, ასევე კაცთა კოლექციების შექმნას. 40 წლის დიზაინერმა აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის „უდიდესი პატივია“.
ანდერსონი ცნობილია თავისი ინოვაციური სტილით. თავისი კარიერის განმავლობაში მან არაერთი დასამახსოვრებელი დიზაინი შექმნა, მათ შორის რიანას სამოსი, რომელიც მას 2023 წელს სუპერ ბოულზე ეცვა და არიან გრანდეს კაბა 2024 წლის მეტ გალაზე.