პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა სერგეი ლავროვთან ერთობლივი ფოტოს გადაღება არ ისურვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია არ შედგა. მიზეზი არაერთი საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, სერგეი ლავროვთან ერთად გადაღებაზე უარის თქმაა.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველმა ფოტოზე უარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა.
გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, სამიტის რამდენიმე მონაწილემ უარი თქვა ლავროვთან შეხვედრაზე სამიტის ფარგლებში. მათ შორის იყო ისევ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გერმანიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები.
თავად ლავროვის თქმით, ასე იმიტომ მოხდა, რომ მან თავად არავინ მიიპატიჟა.