1699645617
დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლიზმით დაავადებული ძაღლი განკურნეს

დიდ ბრიტანეთში ალკოჰოლიზმით დაავადებული ძაღლი განკურნეს. ამის შესახებ Telegraph-ი წერს.
ორი ძაღლი პატრონის გარდაცვალების შემდეგ მაწანწალა ძაღლების თავშესაფარში აღმოჩნდა. ვეტერინარებმა მაშინვე მიაქციეს ყურადღება, რომ ძაღლებს კრუნჩხვები ემართებოდათ.
ერთ-ერთი ძაღლი საბოლოოდ მოკვდა და კოკო, ორი წლის ლაბრადორის გადარჩენა კი მოხერხდა. ცხოველმა ერთი თვე გაატარა სამედიცინო კომაში კრუნჩხვის თავიდან ასაცილებლად. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ძაღლი ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული, როცა ძაღლების პატრონები იძინებდნენ, ძაღლები მაგიდაზე დარჩენილ ალკოჰოლს სვამდნენ.
ვეტერინარებმა კოკოს განკურნება მოახერხეს.

მცენარეები, რომელიც გველებს აფრთხობს
1751308773