1750577424
დღევანდელი დილის მოვლენებს გრძელვადიანი შედეგები ექნება... - ირანის საგარეო უწყება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაქჩიმ სოციალურ ქსელ X-ში მიმართვა გამოაქვეყნა და აშშ-ის მიერ ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას გრძელვადიანი შედეგებით დაიმუქრა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, «მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე» დარტყმებით უხეშად არღვევს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას.
„დღევანდელი დილის მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიანი შედეგები ექნება,“ — განაცხადა არაქჩიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს წესდების შესაბამისად, ირანი იტოვებს კანონიერ უფლებას პასუხზე საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად.