ქარბუქი, თოვლი, ნისლი, წვიმა! - განახლებული ამინდის პროგნოზი
1767817342
დღეს პარიზში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართება, შეხვედრაში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს. შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
Reuters-ის ცნობით, ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. ასევე, ლიდერები, რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ.