1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მაშველებმა პოპულარულ კურორტ უელსში ზღვაში მშობლების მიერ მივიწყებული გოგონა შემთხვევით იპოვეს.
10 წლის ბავშვი ნაპირიდან 150 მეტრში მარტო ცურავდა. ამის შესახებ Mirror წერს.
გოგონა იპოვეს კუნძულ ანგლსის სანაპიროზე, რომელიც ითვლება ჩრდილოეთ უელსის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად. ასე რომ, 10 წლის ბავშვი, რომელიც სამაშველო ჟილეტის გარეშე იჯდა ბუგიბორდზე, გასაბერი ნავიდან დაინახა სანაპირო დაცვის მობილურმა ჯგუფმა, რომელმაც პლაჟის პრევენციულ შემოვლას ასრულებდა: გოგონა დამოუკიდებლად ცურავდა და თან ნიჩაბს ჰაერში ატრიალებდა, რომ ყურადღბა მიეპყრო.
გოგონა გამოიყვანეს და მიჰგვარეს მშობლებს, რომლებიც საერთოდ არ ნერვიულობდნენ შექმნილი სიტუაციის გამო.