2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის

ჰოროსკოპი

აღმოსავლური კალენდრით, 2023 წყლის სტიქიის, შავი კურდღლის წელია, რომელიც გაცილებით მშვიდი და სტაბილური უნდა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი. 

მოდით, ვნახოთ რას წერენ ასტროლოგები, როგორი შეიძლება, იყოს 2023 წელი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის.

ვერძი 

ვერძს უყვარს სტარტაპები და მარტო მუშაობა. 2023 წელს სასურველია, განავითაროთ პარტნიორობის უნარები, იფიქრეთ არა მხოლოდ თქვენს გრძნობებზე, არამედ, სხვებზეც. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს სამსახურში წარმატების მიღწევას და ოჯახური ურთიერთობების განმტკიცებას.

წლის მთავარი საჩუქარი თქვენთვის შესაძლებლობების ვრცელი სპექტრი იქნება, რომელიც მაისიდან ყოველთვე გაიზრდება. სწორედ ამ დროს ვერძისთვის მნიშვნელოვანი იქნება აქტიურობა. გამოჩნდება ახალი იდეები, ამოცანები, რომელიც წარმატებით დასრულდება.

წლის ბოლომდე, ვერძი შეძლებს, ახალ დონეზე აიყვანოს როგორც სამსახურებრივი, ასევე პირადი ურთიერთობები.

კურო 

მიწის ნიშანი, რომელსაც მართავს ვენერა, - ფული, სილამაზე და ურთიერთობები.

კუროებისთვის, აქტიური რესტრუქტურიზაცია გრძელდება, რომელიც ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო, როცა სატურნი მერწყულის ნიშანში შევიდა.

2023 წელს სატურნსა და ურანს შორის კავშირი მთლიანად იშლება, რითაც დასრულდება ასე რთული და არაპროგნოზირებადი პერიოდი. მეტიც, კუროს დახმარებას გაუწევს იუპიტერი, რომელიც 2023 წლის მაისში გადადის ამ ნიშანში. სწორედ ამ დროიდან, იწყება იღბლის საუკეთესოდ შემობრუნების პერიოდი.

ტყუპები

ჰაერის ამ ნიშანს დღის წესრიგში სამი თემა აქვს: კომუნიკაცია, ინფორმაციის გაზიარება და მოგზაურობა. 

თქვენთვის, წლის დასაწყისი ღრმა ცვლილებების დასაწყისია. შეიძლება იგრძნოთ, რომ დადგა დრო, როცა რაღაც ხდება თქვენს ცხოვრებაში და მასთან ჭიდილი არ გინდათ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ხელიდან შანსი არასდროს უნდა გაუშვათ და ბრძოლა ყოველთვის აუცილებელია.

წლის პირველ ნახევარში, შეიძლება, გქონდეთ დადებითი ფინანსური შედეგები, ამ დროს, შეგიძლიათ, დაიწყოთ თქვენი მიზნებისკენ სვლა ძალიან მარტივად. შემოდგომაზე, შესაძლოა, კრიზისები წარმოიშვას ოჯახურ ურთიერთობებში. ამიტომ, შემოდგომაზე, არ არის რეკომენდებული საცხოვრებელი ადგილის, ან სოციალური მდგომარეობის შეცვლა. 

კირჩხიბი

ამ ნიშნისთვის 2023 წელი განახლების, ან ახალ დონეზე გადასვლის დროა, რაც დაკავშირებულია სახლთან და ოჯახთან. 

წლის დასაწყისი შეიძლება არ წავიდეს ისე, როგორც თქვენ გსურთ. შესაძლოა, ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი. თუმცა, სერიოზულ პრობლემად ეს არ იქცევა. წლის მეორე ნახევრიდან ჩნდება მეტი ფულის შოვნის შანსი. აი, შემოდგომაზე კი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, როგორც მოისურვებთ. საქმიან სფეროში, წარმატებულ გარიგებებს დადებთ. თქვენი ამ წლის დევიზი იქნება: „იყავი ყურადღებიანი“.

ლომები

ცეცხლის ნიშანი, რომელმაც შეიძლება, წლის დასაწყისში მოიწყინოს. თქვენი ქარიზმა გამოსავალს ითხოვს. გამოსავალი კი პოტენციალის რეალიზება და ახალი საავტორო პროექტი იქნება. 

იანვარი შეიძლება იყოს ძალიან კარგი სასიყვარულო ფრონტზე. შესაძლოა, დაქორწინდეთ კიდეც. ზოგადად, ყველა შანსი გეძლევათ, იყოთ გამარჯვებული ყველა საქმეში, მთავარია, იაქტიუროთ. 

თქვენთვის 2023 წლის დევიზი იქნება: „დაიცავი ზომიერება“,- ამ სიტყვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გაგებით. ბალანსი არის ის, რაც უნდა დაიცვათ წელს.

ქალწული

მიწის ნიშანი, რომლის დევიზია: „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ყურადღება მიაქციეთ იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ეს წელი მოგცემთ. მოუსმინეთ თქვენი სხეულის სიგნალებს და მიეცით თავს დრო დასვენებისთვის.

წლის დასაწყისში, შეიძლება, სამსახურში ცვლილებების დრო დადგეს. ივნისი, დიდი ალბათობით, იქნება დრო, როდესაც თქვენ შეძლებთ, მიაღწიოთ უზარმაზარ მწვერვალებს თქვენს საქმიანობაში.

უკვე შემოდგომაზე გექნებათ დივიდენდები. დიდი ალბათობით, მიიღებთ შემოთავაზებას უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოზე, ან გახსნით საკუთარ ბიზნესს. შემოდგომა არის დრო, როდესაც თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, რაც გინდათ. 

თქვენთვის ამ წლის დევიზია: „გამოიყენე ყველა შესაძლებლობა“. 

სასწორი

თქვენთვის, წლის დასაწყისი, შეიძლება იყოს მძაფრი ემოციების დრო, ოჯახის, უძრავი ქონების, ოჯახის წევრების, ჯანმრთელობის და სიყვარულის გამო. ზოგადად, ეს წელი იქნება დრო, როდესაც თქვენ მშვიდად უნდა მოეპყროთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს.

გაზაფხულზე, მაისში, შეიძლება, მიიღოთ წინსვლა სამსახურში. წლის მეორე ნახევარი შეიძლება, იყოს ძალიან ხელსაყრელი პერიოდი, როდესაც შეძლებთ, მიაღწიოთ მიზნებს.

ივნისსა და ივლისში, შესაძლოა, ექსტრემალური სიტუაციაც შეიქმნას, ამიტომ, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ბევრი რამ შეგიძლიათ შეცვალოთ უკეთესობისკენ. ეს იქნება რომანტიკული თავგადასავლების დროც. ნოემბერში შეგიძლიათ, მიიღოთ კარგი შემოსავალი და აისრულოთ თქვენი სურვილები. 

მორიელი

მორიელების უმრავლესობას, საუკეთესო პერიოდი ეწყება ივნისიდან. წლის მეორე ნახევარი, თქვენს ცხოვრებაში გაცილებით კომფორტული იქნება. ყველა მიმართულებით გაქვთ შანსი, მიაღწიოთ წარმატებას. შესაძლოა, დიდი შენაძენებიც განახორციელოთ. 
თუმცა, თუ უძრავი ქონების შეძენას გეგმავთ, ნუ გააკეთებთ ამას ივნისში, უფრო კარგი იქნება, დიდი შენაძენის შემოდგომაზე გაკეთება.

დიდია ალბათობა, კარგი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ ოქტომბერ-ნოემბერში.  ამ წლის დევიზი თქვენთვის არის „სწორი ურთიერთობა ადამიანებთან“.

ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებს, თუ სწორად შეძლებთ ირგვლივ მყოფ ადამიანებთან ურთიერთობას,  წელს თავს ძალიან კარგად იგრძნობთ.

მშვილდოსანი

საკმაოდ ხელსაყრელი წელია. ყველაზე წარმატებული, დროა იანვრიდან მაისამდე. თუ რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გააკეთოთ 2023 წელს, მაშინ დაგეგმეთ თებერვალ-მაისში. 

ამ წლის მთავარი დევიზია: „ნუ ჩავარდები ბნელ ისტორიაში“. თუ გრძნობთ, რომ სადღაც კანონის დარღვევაა მოსალოდნელი, უმჯობესია, არ გარისკოთ. 

წელს ნუ დაისახავთ დიდ ფინანსურ მიზნებს, შეეცადეთ, შეინარჩუნოთ ის, რაც გაქვთ. არ გააკეთოთ უეცარი მოძრაობები, ინვესტიციები წარმოებასა და უძრავ ქონებაში. დააკვირდით, როგორ სწორად დაზოგოთ თქვენი რესურსები - ეს ახლა უფრო კომფორტული იქნება თქვენთვის. გარდა ამისა, წელს აქტუალური იქნება ოჯახთან დაკავშირებული საკითხები. ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ ოჯახს, რადგან ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სრული მხარდაჭერა. თქვენ საკმარისი ენერგია გექნებათ, რათა კომფორტულად გაიაროთ ამ წლის პერიპეტიები.

თხის რქა

2023 წლის ენერგია დაკავშირებულია ოჯახთან და სახლთან, შესაძლოა, რაღაცის შეცვლა მოგინდეთ, მაგრამ ნუ იჩქარებთ ყველაფრის უარყოფას და თქვენი ცხოვრების განრიგი იგივე დატოვეთ, ეს წელი საშუალებას მოგცემთ, გადახედოთ ოჯახურ ფასეულობებს, გადადგათ გადამწყვეტი ნაბიჯი თქვენი სახლისკენ ან ოჯახის შექმნისკენ.

წლის პირველი მესამედი არის დრო, როდესაც შეგიძლიათ იპოვოთ პარტნიორი, ძლიერი და მეგობრული ოჯახური ურთიერთობების დასამყარებლად.  თებერვალსა და მარტში შესაძლებლობა გექნებათ გააუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. პლანეტები ისე განლაგდებიან, რომ მომავალში მოგცემენ შანსს, იყიდოთ საკუთარი სახლი და გააუმჯობესოთ კარიერა. 2023 წლის დევიზი იქნება: „ვემზადები ბედნიერი ცხოვრებისთვის“.

არ იჩქაროთ არსად, რადგან პლანეტებს ახლა თქვენთვის შეუძლიათ, შესაძლებლობების ნელ-ნელა რეალიზება.  შეიძლება იმედგაცრუებული ხართ, რომ ყველაფერი ძალიან ნელა მიდის, მაგრამ, გახსოვდეთ, მთავარი შედეგია.

ამ წელს, დიდი, გლობალური ბედნიერება შემოვა თქვენს ცხოვრებაში. შეეცადეთ, კონცენტრირება მოახდინეთ საკუთარ სიმშვიდეზე, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე. შეწყვიტეთ ყველაფერი იდეალურის მოლოდინი, გაამახვილეთ თქვენი გრძნობები იმ ადამიანებზე, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. 

მერწყული

თქვენთვის წელი შეიძლება დაიწყოს საკუთარი თავის უკმაყოფილებით, თუმცა, თებერვალ-მარტში დაიწყებთ თვითრეალიზაციის აქტიურ პროცესს და წლის პირველი მესამედი , დიდი ალბათობით, იქნება კომფორტული, წარმატებული და ბედნიერი. რაც შეეხება ზაფხულს, საშუალება გეძლევათ კომფორტის მოწყობის, უძრავი ქონების ყიდვისა თუ ინვესტიციის კუთხით, ამასთან, დიდი შესაძლებლობა გექნებათ, განახორციელოთ ძველი ოცნება. ეს შეიძლება მართლაც იყოს დრო, როდესაც შეიძენთ მყუდრო ბუდეს, ან თქვენი ოჯახი შეივსება. 

შემოდგომაზე, შესაძლოა, ვინმეს, რაიმე მიზეზით, არ მოეწონოთ, ვიღაცას შეგშურდეს, - მშვიდად იყავით , ასეთი ემოციები ბევრი იქნება, თუმცა ვერაფერს დაგაკლებენ. შესაძლოა მოგიწიოთ, უარი თქვათ ზოგიერთ ადამიანზე , მაგრამ ამაზე დარდი არ ღირს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენი მიზნების მიღწევაში.

თევზები

თქვენთვის ეს წელი ახალი საძირკვლის ჩაყრის დრო იქნება. დგება დრო, როცა პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს,- ვინ  ვინ ვარ მე, რა მინდა, რაზე ვოცნებობ სინამდვილეში? დროა, განთავისუფლდეთ ნეგატივისგან, რომელიც უკვე ჩვევად იქცა. გაზაფხული, ზოგადად, ძალიან პროდუქტიული იქნება,  ფინანსური შესაძლებლობები შესაძლოა, უკვე აპრილში გაჩნდეს და მთელი სეზონი ახალი კონტაქტებით და საინტერესო მომენტებით წარიმართოს. 

ზაფხულში, შესაძლოა, წარმოიშვას კონფლიქტები სამსახურში ან ჯანმრთელობის პრობლემები, ამიტომ, ყურადღებით დაგეგმეთ თქვენი ყოველდღიური რუტინა, შექმენით კომფორტული სამუშაო და დასვენების რეჟიმი, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, ძილს და კვებას. 

შემოდგომაზე არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი მოგზაურობა. ბევრისთვის ეს პერიოდი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყების შესაძლებლობას მისცემს, რომელიც შესაძლოა ქორწინებაშიც გადაიზარდოს.