„მეუღლეს დაშორდი?“ - თათა გიორგობიანის პასუხი
1792353291
ევროპაში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ როცა საფრანგეთის, ბელგიისა და იტალიის ქალაქების მსგავსი მოვლენები თბილისის ცენტრში ვითარდებოდა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები ევრობიუროკრატიამ ანტიდემოკრატიულად შეაფასა, თუმცა ახლა საკუთარ თავზე გამოცადა მომიტინგეების მხრიდან ძალადობა და ანტიდემოკრატიულ ქმედებას აღარავინ ახსენებს.
უფრო მეტიც, ევროკომისია ალბანეთში მიმდინარე მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმაურება. ბრიუსელი გმობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას, ცეცხლის წაკიდებასა და საჯარო თუ კერძო ქონების განადგურებას.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობას ადგილი არ აქვს და მასზე რეაგირება კანონის ფარგლებში, პროპორციულად უნდა განხორციელდეს.
„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმებსა და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში ძალადობის ადგილი არ არის, მასზე რეაგირება კი კანონის ფარგლებში და პროპორციული უნდა იყოს. პასუხისმგებელი პირები კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად უნდა დაისაჯონ. შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ევროპული ღირებულებებია, რაც პატივისცემას იმსახურებს და რომელთა რეალიზებაც მშვიდობიანად უნდა მოხდეს", - განაცხადეს ევროკომისიაში.