დეკემბერში „კოვიდ-19“-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა - ჯანმო

კოვიდკლინიკა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მხოლოდ დეკემბრის თვეში „კოვიდ-19“-ით 10 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საშობაო და საახალწლო დღესასწაულებზე შეკრებებმა და ვირუსის ახალმა ვარიანტმა მდგომარეობა უფრო გაამწვავა.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოებში მიმართვიანობა გასულ თვეში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში 42%-ით გაიზარდა. ამჟამად კორონავირუსის ახალი, JN.1 ვარიანტი ყველაზე ფართოდ გავრცელებული შტამია.

ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი მოსახლეობას აცრისკენ, დატესტვისა და ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს. ასევე რეკომენდაციას აძლევს, ხშირად გაანიავონ დახურული სივრცეები.