დეინა უაითი Meta-ს დირექტორთა საბჭოს შეუერთდა

დეინა უაითი

შერეული საბრძოლო ხელოვნების გლობალური ორგანიზაციის (UFC) აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, დეინა უაითი Meta-ს დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.

„მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს ვიწყებთ სიახლეებით, რომლებზეც გარკვეული პერიოდი ვმუშაობდით: დეინა უაითი, ჯონ ელკანი და ჩარლი სონგჰერსტი უერთდებიან Meta-ს დირექტორთა საბჭოს. ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის, სატარებელი ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის მომავლის კუთხით და ჩვენი საბჭო დაგვეხმარება ჩვენი ხედვის მიღწევაში“, - განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.