დედის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად კოვბოები დაიქირავა

ნკ

ამერიკელმა დედის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად  კოვბოები დაიქირავა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ტენესის შტატში მცხოვრებ ქეით ინგრამს სურდა დედისთვის დაუვიწყარი დაბადების დღე მოეწყო. 

„გადავწყვიტე კოვბოები დამექირავებინა. მათ დედაჩემისა და მისი მეგობრებისთვის სპეციალური შოუ მოაწყვეს",- ამბობს ქეითი. 

შემთხვევის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა.