რა მოხდა 2 ივნისს სანაპიროზე, რა დროსაც მანქანა მტკვარში გადავარდა - გამოძიების ვერსია
1780689098
აშშ-ის კალიფორნიის შტატში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. სამართალდამცველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. დაღუპულებს შორის იყვნენ ოჯახის წევრები - მამა, ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედა.
გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ქალი ჯერ მეუღლესა და შვილებს გაუსწორდა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილ ბავშვებს შორის ერთ-ერთი სულ რამდენიმე დღის ახალშობილი იყო.
პოლიციის ცნობით, ძალადობრივი შეღწევის კვალი არ აღმოჩენილა, რის გამოც გამოძიება თავდაპირველად ოჯახურ ტრაგედიას განიხილავს. სამართალდამცველები ამ ეტაპზე სწავლობენ ოჯახის წევრების გარემოცვას, სამედიცინო ისტორიას და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შესაძლოა მომხდარის მიზეზებზე მიანიშნოს.
მეზობლების თქმით, ოჯახი გარედან ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა და მსგავსი ტრაგედიის ნიშნები არავის შეუმჩნევია. გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები მომხდარის ზუსტ მოტივს ადგენენ.