პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რომის პაპმა უკრაინაში სააღდგომო ზავისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ცნობით, პაპმა ფრანცისკემ განცხადება ვატიკანში, წინასააღდგომო დღესასწაულის, პალმის კვირისადმი მიძღვნილ წირვაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ზავს მოლაპარაკებები და მშვიდობა უნდა მოჰყვეს.
„დაყარეთ იარაღი. დაე დაიწყოს სააღდგომო ზავი. მაგრამ არა იმისთვის რომ ხელახლა აიღოთ ხელში იარაღი და ბრძოლა განაგრძოთ. არა. ზავით მშვიდობას უნდა მიაღწიოთ ნამდვილი მოლაპარაკების მეშვეობით“, - განაცხადა რომის პაპმა.