1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იდეალურად დაუთოებული თასმები, ფეხსაცმელზე
დოკუმენტურ ფილმში Serving the Royal Family: Inside the Firm, ბურელი აუდიტორიას ეუბნება, რომ მეფე ჩარლზის დღე იწყება მისი მსახურების დახმარებით. მეფე, როგორც ჩანს, დიდ ყურადღებას აქცევს, რომ ყველაფერი დაუთოებული იყოს: „ყოველ დილით უთოვდება მისი პიჟამა და ფეხსაცმლის თასმები“. - თქვა ბურელმა.
სამეფო აბანო სათანადოდ უნდა მომზადდეს
მეფე ასევე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი აბანო მისი სურვილისამებრ მომზადდეს. ბურელი ამბობე: "... საცობი უნდა იყოს გარკვეულ მდგომარეობაში და წყლის ტემპერატურა უბრალოდ, გრილი უნდა იყოს." მეფეს, როგორც ჩანს, აწუხებს წყლის ხარჯვა, რადგან აბაზანა უნდა იყოს მხოლოდ “ნახევრად სავსე“.
მეფე ჩარლზის კბილის ჯაგრისს კბილის პასტას მსახურები უსვამენ
მეფე ჩარლზ III დაკავებული ადამიანია, ამიტომ, ბუნებრივია, მას არ აქვს დრო, რომ კბილის პასტა საკუთარ კბილის ჯაგრისზე წაუსვას. სამაგიეროდ, პოლ ბურელმა თქვა, რომ ჩარლზი „ყოველ დილით თავის მსახურებს უბრძანებს, რომ ერთი დუიმი კბილის პასტა წაუსვან კბილის ჯაგრისზე“ და კბილის საცხის დისპენსერი აუცილებლად უნდა იყოს ვერცხლისფერი.
News.com.au-ს მიხედვით, ბურელმა ასევე განაცხადა, რომ მეფე ჩარლზის ყოფილი მსახური, მაიკლ ფოსეტი (სურათზე მარჯვნივ) იყო პასუხისმგებელი კბილის პასტის ყოველდღიურ გამოყენებაზე.
მეფის ღირსი საუზმე
მეფე ჩარლზი მხოლოდ ჯანსაღ საუზმეს მიირთმევს. The New York Post იტყობინება, რომ შეფ გრეჰამ ნიუბოლდმა, ყოფილმა სამეფო კლერკმა თქვა, რომ ის დაჟინებით მოითხოვდა ყოველდღე: სახლში გამომცხვარი პურს, ახალ ხილს, ახლად გაწურულ ხილის წვენს“.
მეფე ჩარლზი მოგზაურობს „ლანჩის ყუთით“
შეფ ნიუბოლდმა თქვა, რომ მეფემ ასევე სთხოვს მის თანამშრომლებს, რომ მოგზაურობისას თან იქონიონ მისთვის „ლანჩის ყუთი“. ნიუბოლდმა თქვა: „მას აქვს ექვსი განსხვავებული სახეობის თაფლი, რამდენიმე სპეციალური მიუსლი, ჩირი და რაიმე განსაკუთრებული, რასაც ის მიჩვეულია“. როგორც ჩანს, მეფე ჩარლზს არც ისე აინტერესებს მოგზაურობისას ახალი კერძების გასინჯვა.
მეფე ჩარლზი თავისი ავეჯით მოგზაურობს!თუმცა, შესაძლოა, მეფე ჩარლზის ყველაზე ველური მოთხოვნაა ის ფაქტი, რომ ის დაჟინებით მოითხოვს, საკუთარი ავეჯით იმოგზაუროს, როცა მეგობრების აგარაკს სტუმრობს. ის ყოველთვის აგზავნის ვაგონს თავისი ნივთებით, საწოლით, ავეჯით და ნახატებითაც კი.