1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
როგორ შევხვდეთ ჩვენს დაბადების დღეს სწორად, რა ვაჩუქოთ, ან არ ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს - ამასთან დაკავშირებით, ეზო|თერიკოსი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
„მთავარია, რომ ამ დღეს ერთი კონკრეტული თილისმა ავირჩიოთ. შეიძლება ეს ნებისმიერი ნივთი იყოს, ოღონდ მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ რისი მომტანი იქნება შემდეგი წლის მანძილზე ჩვენთვის - პარტნიორული ურთიერთობების, ფინანსების, სიყვარულის და ა.შ.
ამ დღეს ასევე აუცილებელია, რომ საჩუქარი სხვას, ერთ ადამიანს მაინც გავუკეთოთ, ვინც ჩვენს ირგვლივ არის. ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან გვიყვარს და ვისი პოზიტიური ენერგიაც ჩვენ დაგვეხმარება. გარკვეული ჟესტია, რომ შენ რადგანაც ამ დღეს საჩუქრებს იღებ და მზად ხარ, სიკეთე მიიღო, შენი წილი გაეცი ამ დღეს, ანუ დააბალანსე ენერგია.
ყველაზე საინტერესო და მთავარი - დაბადების დღემდე 1 თვით ადრე ეზოთერიულად იწყება მზადება ამ დღისთვის და ითვლება, რომ ამ პერიოდის მანძილზე, თუ რამე განსაკუთრებული სფერო გააქტიურდა, ნეგატიურად გამოვლინდა და ა.შ. დაბადების დღემდე არის ცოტათი რთული პერიოდი, ესე იგი, უნდა გამოვასწოროთ და მოვიცილოთ ყველანაირი ნეგატივი.
როცა ადამიანის დაბადების დღეს მზე სწორდება, მას აქვს უნარი, ჩადოს პირველი საფუძველი იმისა, თუ რა უნდა შემდეგ წელს მოხდეს. დაბადების დღიდან შემდეგი 12 დღე არის სრული ჯადოსნური პერიოდი. ყოველ დღეს საკუთარი მნიშვნელობა აქვს.
შემდეგი დღიდან ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ პირველი მოქმედებების განხორციელება, მაგალითად: თუ არ გვყავს პარტნიორი და გვინდა გვყავდეს, ამ დღეს რამდენიმე ქალს/კაცს ვაჩუქოთ პატარა საჩუქრები სიმბოლურად იმისთვის, რომ მზად ვართ მივიღოთ ყურადღება. თუნდაც უცხო ადამიანი იყოს.
თუ გაქვთ ფინანსური ვალდებულებები და გსურთ, დაბადების დღის შემდეგ გათავისუფლდეთ ვალებისგან, ყველაზე მცირედით, მინიმალურით უნდა დავფაროთ ვალი ამ 12 დღის მანძილზე, ანუ გამოვაკლოთ იმ მთლიან რაოდენობას, რომ წარმატება მოვიდეს.
ფეხსაცმლისა და ქამრის შეძენა დაბადების დღეზე ძალიან სიმბოლური და სწორია. ეს ახალი გზების, ახალი წარმატების სიმბოლოა, ფეხსაცმლით ახალ გზას იწყებ და ქამარი როგორც დაცვის მფარველი სიმბოლოა.
ხშირია, როცა დაბადების დღეებზე ცუდი რაღაცები ხდება და ისტორიების გამო არ აღნიშნავენ. ყოვლად დაუშვებელია - ჩვენს დაბადების დღეზე უნდა ვიყოთ ძალიან ბედნიერები, განსაკუთრებულად უნდა აღვნიშნოთ, რადგან ეს დღე მთელ წელზე მოქმედებს.
ყურადღება ამაზე უნდა გავამახვილოთ - თუ მიიღეთ ასეთი საჩუქრები: დანა, საათი, სათვალე, თუნდაც ფეხსაცმელი, (არ შეიძლება, რომ სხვამ ბოტასი და მსგავსი გაჩუქოს), ასეთ დროს ვიღებთ მინიმალურ ხურდას, თუნდაც, 20, 50 თეთრს და ვაძლევთ როგორც გამოსასყიდს.
ნივთები, რომლებიც არასდროს უნდა ვაჩუქოთ სხვას - ბასრი საგნები, მტვრევადი, მსხვრევადი ნივთები, სასურველია, ადამიანს ჰკითხო, რა უნდათ და ამის შემდეგ გაუკეთოთ საჩუქარი. როცა საფულეს ვჩუქნით, აუცილებლად უნდა იდოს კუპიურა, მონეტა, რომ ცარიელი არ იყოს. სიცარიელის ჩუქება არ შეიძლება.
მე ჩემს საიდუმლოსაც გაგიმხელთ, სურვილებს ჩამოვწერ ხოლმე და ვინახავ მთელი წლის განმავლობაში. შემდეგ ხაზს ვუსვამ რომ მისრულდება. სასურველია, დაბადების დღეზე სანამ ჩაიფიქრებ, ჩამოწერო რაც გსურს.“- აცხადებს ეზოთერიკოსი.