დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დანია

დანია დღეიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, დანიის ხელმძღვანელობის დროს ორი საკითხი იქნება პრიორიტეტული: უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობა.

უსაფრთხოება გულისხმობს ევროკავშირის მიგრაციის ეფექტურ კონტროლს და უკრაინის მხარდაჭერას, ხოლო კონკურენტუნარიანობა - მწვანე ენერგიაზე მეტი აქცენტის გაკეთებას, აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ დანიამ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა პოლონეთისგან გადაიბარა. დანიის თავმჯდომარეობა წლის ბოლომდე გაგრძელდება.