დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სევილიაში, ალკასარის ისტორიული ციხე-სიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა

დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ესპანეთში, ქალაქ სევილიის უძველეს ნაწილში არსებული ალკასარისისტორიული ციხესიმაგრე საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

მსოფლიოს მასშტაბით, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა დაიწყო. საქართველოს დიპლომატიურმა მისიები ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

დამოუკიდებლობის დღე, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით მსოფლიოს 50 ზე მეტ ქალაქში აღინიშნება.

ეროვნული დღის აღსანიშნავად, ბრაზილიაში, ქ. რიო-დე-ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით უკვე განათდა.