დაკავებულია 180-ზე მეტი ადამიანი - სიცილიაზე „კოზა ნოსტრას“ მაფიოზური კლანის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდი ჩატარდა

სიცილია

იტალიის კუნძულ სიცილიაზე „კოზა ნოსტრას“ მაფიოზური კლანის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდი ჩატარდა, რომლის დროსაც 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელსაც მაფიასთან ბრძოლის დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა, კუნძულის დედაქალაქში, პალერმოში ჩატარდა. რეიდში 1200 სამართალდამცველი მონაწილეობდა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, მკვლელობის მცდელობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებებში და სხვა.