დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ლოს-ანჯელესში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა16-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო თერთმეტი – ქალაქ პასადენას სამხრეთით.
სამედიცინო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, მეტი იყოს.
როგორც „სიენენი“ წერს, პასიფიკ-პალისეიდსის ხანძარი 11%-ითაა ლოკალიზებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი ახლა ბრენტვუდისა და სხვა დასახლებებისკენ გავრცელდება. 100 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ რჩება, რადგან ქალაქ პასადენას სამხრეთით ცეცხლს კვლავ ვერ აქრობენ.
შეგახსენებთ, კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ხანძრის პირველი კერა 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა. დამწვარია თხუთმეტი ათასზე მეტი სახლი.