ირლანდიელი ქალი 152 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა - შემთხვევა მალაგაში ტურისტულ ზონაში მოხდა

irlandieli qali

მალაგაში, ირლანდიელი ქალი 152 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. მისი მეგობარი მამაკაცი კლდეზე გაზრდილ ბუჩქს მოეჭიდა და გადარჩა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

შემთხვევა მალაგის სოფელ ელჩოროს მახლობლად, ცნობილ კამინიტო დელ რეის ბილიკზე მოდა.

მაშველებმა ქალი რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს. ხოლო მისი მეგობარი მამაკაცი, რომელიც ხრამში გადავარდნას სასწაულებრივად გადაურჩა, შოკურ მდგომარეობაში იპოვეს.

მედიის ცნობით, წყვილი მთელი დღის განმავლობაში კლდეზე დაკიდებულ საფეხმავლო ბილიკებზე სეირნობდა და საღამოს გზა აებნათ.