დააკავეს ქალი, რომელიც სიძის მოკვლას გეგმავდა - ნახეთ, როგორ გაიხსნა საქმე (უცხოეთი)

ქალები

აშშ-ში სამი და დაქირავებული მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი სიძის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, სანდრა გრაიმსს 70 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ სიძის მკვლელობას გეგმავდა მასსა და მის ქალიშვილს შორის მეურვეობის შესახებ სადავო დავის დროს.

მის ორ დას ასევე მიესაჯათ პატიმრობა სანდრასთვის დახმარების გამო. ისინი მამაკაცის მკვლელობას ჰეროინის სასიკვდილო დოზის მიღებით გეგმავდნენ.

მათი შეთქმულება ჩაიშალა, როდესაც ქალი, რომელიც მკვლელობის განსახორციელებლად დაიქირავეს, FBI-ში წავიდა. შეთქმულებაში სულ 5 ადამიანი მონაწილეობდა.

ყველაფერი 2024 წლის თებერვალში დაიწყო. თავდაპირველად ქალებმა სიძის მოსაკლავად მამაკაცი დაიქირავეს, მას 10 000 დოლარი გადაუხადეს, თუმცა დაქირავებული კაცი ფულთან ერთად გაიქცა. 

ამის შემდეგ მოძებნეს ქალი სახელად მერფი, რომელსაც ავადმყოფი ძაღლის მოვლისთვის ხარჯების ანაზღაურებას დაპირდნენ. 

მერფის ჩვენების თანახმად, ქალს უთხრეს, რომ მას სიძისთვის ჰეროინის სასიკვდილო დოზის ინექცია დასჭირდებოდა, რათა ის შემთხვევითი დოზის გადაჭარბების მსხვერპლად წარმოჩენილიყო.

ჩვენების თანახმად, ქალებმა მერფის მამაკაცის მოსაკლავად ჰეროინის შესაძენად საჭირო თანხა გადასცეს. მერფი დებისგან ფულს აგროვებდა, მკვლელობას კი აჭიანურებდა, რის გამოც მასსა და დებს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბებოდა. შეთქმულებაში მონაწილეობდა მერფის შეყვარებულიც, რომელსაც იარაღის ტარების უფლება ჰქონდა.

საბოლოოდ, მერფიმ უარი თქვა მკვლელობის განხორციელებაზე ან მათთვის ფულის დაბრუნებაზე. რამდენიმე თვის შემდეგ მერფიმ შეთქმულების დეტალები FBI-ის აგენტებს გაუზიარა. სამ დას, ასევე მერფისა და მერფის შეყვარებულს, ბრალი წაუყენეს შეთქმულებაში მონაწილეობისთვის.