დააკავეს მამა, რომელმაც 2 წლის შვილი ცეცხლმოკიდებულ მანქანაში დატოვა (უცხოეთი)

მამა

აშშ-ში, ოჰაიოში 34 წლის ნიკოლას სტემენს 22-დან 31 წლამდე პატიმრობა შეეფარდა თავისი 2 წლის ქალიშვილის, ლილიანა სტემენის გარდაცვალების გამო. ბავშვის დამწვარი ცხედარი 2024 წლის 24 სექტემბერს ავტომობილში აღმოაჩინეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, ინციდენტის დღეს პოლიციამ მიიღო შეტყობინება გზაზე არასტაბილურად მოძრავ ავტომობილზე. ცოტა ხანში მანქანა გაჩერდა და ცეცხლი გაუჩნდა.

პოლიციელებმა ადგიზლე ნახეს, რომ ავტომობილი მთლიანად ალმოდებული იყო, ხოლო ნიკოლასი მანქანის გარეთ იდგა, ნასვამი და აღელვებული.

პოლიციის კითხვაზე, იყო თუ არა ვინმე ავტომობილში, ნიკოლასმა თავიდან თქვა, რომ მანქანა ცარიელი იყო. თუმცა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ ავტომობილში 2 წლის ლილიანას ცხედარი აღმოაჩინეს. ოფიცრებმა ბავშვზე დაზიანებები და დამწვრობა შეამჩნიეს.

დაკითხვისას ნიკოლასმა აღიარა, რომ ინციდენტამდე მინიმუმ 10 ალკოჰოლური სასმელი ჰქონდა დალეული და „გათიშვის“ შემდეგ აღარ ახსოვდა მომხდარის დეტალები.