1746733863
დააკავეს კილერი, რომელიც გათავისუფლების წინადღეს ციხიდან გაიქცა, რადგან სახლში დაბრუნება არ სურდა

სამართალდამცველებმა დააკავეს 49 წლის დამნაშავე, კამოლჟონ კალონოვი, რომელიც გაიქცა ირკუტსკის ოლქის მე-19 კოლონიიდან, გათავისუფლების დღეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი SHOT იტყობინება.
კრიმინალი პოლიციას ხუთი დღის განმავლობაში ემალებოდა, მაგრამ მათ ირკუტსკში მისი დაჭერა მოახერხეს. კალონოვი კოლონიიდან გაიქცა, რათა არ დაბრუნებულიყო სამშობლოში, ტაჯიკეთში, მაგრამ ახლა მას აუცილებლად გადასცემენ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, შემდგომი დეპორტაციისთვის.
49 წლის კამოლჟონ კალონოვი 17 სექტემბერს კოლონიიდან გაიქცა დაახლოებით 04:00 საათზე. იმავე დღეს, პირობით ვადაზე ადრე უნდა გათავისუფლებულიყო. თავდაპირველად მას 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დანაშაულის ჩადენისთვის „დაქირავებით ორი ან მეტი პირის მკვლელობა“, „ყაჩაღობა“ და „იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქურდობა ან გამოძალვა“. გაქცევის გამო დამნაშავეს კიდევ ოთხი წელი პატიმრობა ემუქრება. ვარაუდობენ, რომ კალონოვი გაიქცა იმის გამო, რომ მრავალი წლის განმავლობაში იგი მიეჩვია ციხის ცხოვრებას - სითბოს, საკვებს და მცირე საქმის კეთების აუცილებლობას.
ასევე ნახეთ:
„ქართული სილამაზე პარიზში" - სალომე ღვინიაშვილი და ლიკა ევგენიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებენ
“რას ნიშნავს? ჩემი სკამიც დაისაკუთრა… ” - ანუკი არეშიძე გამომწერებს მიმართავს