„მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა...“ - ვინ არის ბუბა ონიანის რჩეული
1759348539
მოსკოველმა 400 000 რუბლად დაიქირავა „მკვლელი“ ყოფილი სიძისა და მისი ორსული ცოლის მოსაკლავად.
მოსკოვში 55 წლის ქალი დააკავეს ყოფილი სიძისა და მისი ორსული ცოლის მკვლელობის შეკვეთისთვის. ვებსაიტი MK.ru-ს ცნობით, შემკვეთმა გეგმა 2025 წლის აგვისტოში შეიმუშავა, როდესაც ნაცნობებს შორის მკვლელის პოვნას ცდილობდა, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა სამართალდამცავ ორგანოებს მისი განზრახვის შესახებ აცნობა.
პოლიციელები შეხვდნენ ქალს და მკვლელებად წარუდგნენ, მან კი მსხვერპლის ლიკვიდაციისთვის 400 000 რუბლი შესთავაზა. პირადად დაანახა ყოფილი სიძე „მკვლელებს“ და მკვლელობის ფოტოსა და ვიდეო მტკიცებულებების წარდგენის სანაცვლოდ 200 000 რუბლის წინასწარ გადახდაზე დათანხმდა. დანაშაული 10 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა სამართალდამცველებმა ქალი ნაადრევად დააკავეს, რადგან შენიშნეს, რომ მას ეჭვები გაუჩნდა.
დანაშაულის მოტივი ქალიშვილის გამო შურისძიება იყო. მისი ქორწინება პოტენციურ მსხვერპლთან 2023 წელს დასრულდა. განქორწინების შემდეგ, მამაკაცი ხელახლა დაქორწინდა და მისი ამჟამინდელი ცოლი ცოტა ხნის წინ დაორსულდა, რამაც ყოფილ სიდედრს რადიკალური ზომების მიღებისკენ უბიძგა. ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.