ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეას განუცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია კუბაში „ფუნდამენტურ ცვლილებებს“ ცდილობს.
მან კუბას „სრულად ჩამოშლილი სახელმწიფო“ უწოდა.
„ის ისე იშლება, როგორც არასდროს, და ის დაეცემა“, - განაცხადა მან.
ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო კუბასთან „სიღრმისეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, რის შემდეგაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „არ დაუშვებს, უცხოელმა მოწინააღმდეგეებმა უსაფრთხო თავშესაფარი იპოვონ ჩვენს კართან, რათა ამერიკას დაემუქრონ“.
„კომუნიზმი ამერიკაში არასდროს მოვა, მაგრამ თავისუფლება კუბაში აუცილებლად მოვა“, - დასძინა ტრამპმა.