1783975896
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილება გრემის მოულოდნელი გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გახდა ცნობილი. ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამარტივებს იმ კანონპროექტის დამტკიცების პროცესს, რომლის მიღებასაც სამხრეთ კაროლინელი სენატორი წლების განმავლობაში ცდილობდა.
გრემმა და „დემოკრატმა“ სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა ადრე უკვე მიანიშნეს ადმინისტრაციის მზადყოფნაზე, მხარი დაეჭირათ ამ პაკეტისთვის და პარასკევს აღნიშნეს, რომ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმებას მიაღწიეს.
მიუხედავად ამისა, იმ დროისთვის ბუნდოვანი რჩებოდა, დაუჭერდა თუ არა ტრამპი პირადად მხარს კანონპროექტს, ვინაიდან პრეზიდენტი მანამდე არაერთხელ აკრიტიკებდა აღნიშნულ ინიციატივას და სანქციების დაწესების პროცესში უფრო მეტი პირადი დისკრეციის უფლებას ითხოვდა.











