ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-თან ბირთვული შეთანხმების პროექტი მზად 2-3 დღეში იქნება

აბას არაღჩი

შეერთებული შტატების მხრიდან ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის მზადების ფონზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მზადების შესახებ იუწყება.

მისი თქმით, აშშ-თან ბირთვული შეთანხმების პროექტი მზად 2-3 დღეში იქნება.

ისლამური რესპუბლიკის პირველი დიპლომატის განცხადებით, ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზე შეერთებულ შტატებს „ურანის ნულოვანი გამდიდრება“ არ მოუთხოვია და დისკუსიები იმ ზომებზე იყო ფოკუსირებული, რომლებმაც, შესაძლოა, ვაშინგტონს დაუმტკიცონ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა „მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა“ განკუთვნილი.

არაღჩის თქმით, ორივე მხარემ მიაღწია „სახელმძღვანელო პრინციპების“ ერთობლიობაზე ზოგად შეთანხმებას, რომელიც საფუძვლად დაედება პოტენციური შეთანხმების ტექსტზე მუშაობის დაწყებას.