CNN: ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის მაღალჩინოსნის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი არ გაიყვანს თავის ძალებს ღაზიდან და არც აღდგენითი სამუშაოების დაწყების ნებას დართავს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე, - წერს ტელეკომპანია CNN.

ოფიციალური პირის თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ამერიკელი გენერალი ზედამხედველობას გაუწევს „ჰამასის“ შეიარაღების ლიკვიდაციის პროცესს, რაც ანკლავის დემილიტარიზაციის პირველი ნაბიჯი იქნება.

„ჰამასი“ უარს ამბობს განიარაღებაზე, იმ შემთხვევის გარდა, თუ ეს პროცესი თანმიმდევრულად არ განხორციელდება ისრაელის იმ ძალების გაყვანის დაწყებასთან ერთად, რომლებსაც ამჟამად ტერიტორიის ნახევარზე მეტი აქვთ დაკავებული.