პიტ ჰეგსეტის ინფორმაციით, აშშ-მა ვენესუელის სიახლოვეს ხომალდი გაანადგურა, რომელსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა

რაკეტა

აშშ-მა ახალი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ვენესუელის სიახლოვეს ხომალდი გაანადგურა, რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა. ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.

იერიშის შედეგად, ლიკვიდირებულია ოთხი ადამიანი. ეს რიგით მეოთხე ასეთი სარაკეტო თავდასხმაა ბოლო კვირების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნარკოკარტელებს ომი გამოუცხადა.

როგორც პიტ ჰეგსეტი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, სამიზნე საერთაშორისო წყლებში გადაადგილდებოდა.

„ასეთი დარტყმები გაგრძელდება, ვიდრე ამერიკელ ხალხზე თავდასხმები არ დასრულდება“, – აღნიშნავს პენტაგონის ხელმძღვანელი.