ჩვენი ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანს საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

 ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს ლიბანს თავისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაში, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ლიბანელ კოლეგასთან, აბდულა ჰაბიბთან საუბრის დროს განაცხადა.

ჩინეთისა და ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდნენ, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. ვან იმ აღნიშნა, რომ განურჩევლად იმისა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთი გააგრძელებს სამართლიანობის და არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეს დგომას.

„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რეგიონული სიტუაციის განვითარებას, განსაკუთრებით ლიბანში საკომუნიკაციო აღჭურვილობის აფეთქებას და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს. ჩინეთი მუშაობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის და გააგრძელებს თანამშრომლობას არაბულ ქვეყნებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. ძალადობა ვერ გადაჭრის პრობლემებს ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ გამოიწვევს უფრო დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფებს. ჩინეთი მხარს უჭერს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტას და ჯარების სრულად გაყვანას ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის ეფექტურად განსახორციელებლად“, – განაცხადა ვან იმ.