„მზიანი, კეთილი, სიცოცხლით სავსე გოგონა...“ - ხონში ტრაგიკულად დაღუპულ კიდევ ერთ მოსწავლეს გლოვობენ
1745070288
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, ქხეგუა დურუზს და სორაია მარტინესს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის რეგიონში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელეს.
აღინიშნა 2024 წლის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შემოღების მნიშვნელობა, რაც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს.
თავის მხრივ, მისიის წარმომადგენლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა გააცნეს.
ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.