ჩვენებამდე 10 დღით ადრე Balmain-ის ახალი კოლექციიდან 50 ნივთი მოიპარეს

ბალმეინი

პარიზში, სატვირთო მანქანა, რომლითაც Balmain-ის ახალი კოლექცია გადაჰქონდათ, გაიტაცეს. „მადლობა ღმერთს მძღოლი უსაფრთხოდ არის“ – წერს ოლივერ რუსტანი, ფრანგული მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, რომელსაც ინსტაგრამზე 9.8 მილიონი გამომწერი ადევნებს თვალს.

 

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by OLIVIER R. (@olivier_rousteing)

 

მომხდარის მიუხედავად, Balmain-ის 2024 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება დაგეგმილ დროსა და ადგილას გაიმართება. რუსტანი ახალ კოლექციას 27 სექტემბერს, ეიფელის კოშკთან ახლოს მდებარე ლოკაციაზე წარადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ სატვირთო მანქანასთან ერთად, გამტაცებლებმა უახლესი კოლექციიდან 50 ნივთიც მოიპარეს, ახლა Balmain-ის გუნდს დატვირთვით, „დღე და ღამ“ მუშაობა მოუწევს, რათა 27 სექტემბერს, მყიდველებს სრულყოფილი ნამუშევარი შესთავაზონ.

ასევე ნახეთ:

"11 დღე გათიშული იყო, ვგრძნობდი, ჩემი ხმა ესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემა არ შეეძლო და ცრემლი სდიოდა..." - ბანერზე ნაპოვნი საბედისწერო სიყვარული

"ეს ვერაგი დაავადება დავამარცხე; პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, უნდა ებრძოლო - სიტყვით თუ ლუკმით" - რას გვიამბობს სიმსივნეზე გამარჯვებული ამირან არაბული