წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპას მოუწოდა, ერთიანი ენერგეტიკული ბაზარი შექმნან.
„ჩვენ უნდა შევქმნათ ნამდვილი ენერგეტიკული კავშირი, რომელიც შეძლებს ინდუსტრიისთვის სტაბილური, პროგნოზირებადი და კონკურენტუნარიანი ენერგიის მიწოდებას“, – განაცხადა მაკრონმა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, ასეთი ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შესაქმნელად საჭიროა მასშტაბური ინვესტიციები ენერგეტიკულ ქსელებში და ინტეგრირებული საერთო ქსელის შექმნა.
„რუსეთის, როგორც ადგილობრივი ენერგიის მუდმივი მიმწოდებლის როლი, დასრულდა. ჩინეთის როლი, როგორც მთავარი საექსპორტო ბაზრის, დასრულდა. აშშ უწესებს ტარიფებს ჩვენს ეკონომიკას და იყენებს იძულების მექანიზმს. ეს ცვლის თამაშის წესებს, სწორედ ამიტომ ეს მხოლოდ გარდამავალი პერიოდი არ არის. ამ ახალი ფაქტორებიდან არცერთი არ შეიცვლება მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს არ არის დროებითი შოკი. ეს აშკარად არის სტრუქტურული გარდატეხის წერტილი“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.