„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ჩვენ უკრაინასა და რუსეთს ვაჩვენეთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენს პარტნიორებს შევთავაზეთ ვარიანტები იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც ომის დასასრულებლად იქნება საჭირო. ამ ომის დასრულება შესაძლებელია. ამაზე ორივე მხარე უნდა დათანხმდეს. ჩვენ ვუჩვენეთ მათ წინსვლის გზა“, – აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივის განცხადებით, ამ იდეების განხილვა უკვე შედგა.
„გუშინ კარგი შეხვედრა გაიმართა. შაბათ-კვირას კარგი შეხვედრები გაიმართება. ჩვენ ვუჩვენეთ მათ მშვიდობისკენ მიმავალი გზა. ჩვენ გვჭირდება, რომ უკრაინამ და რუსეთმა, ორივემ თქვას – „დიახ“. ყველამ მადლობა უნდა გადაუხადოს პრეზიდენტ ტრამპს, რომ ის მშვიდობისმყოფელია და ცდილობს სიცოცხლის გადარჩენას. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვცდილობთ აქ გავაკეთოთ. ეს არ არის ჩვენი ომი. ჩვენ არ დაგვიწყია ის, როგორც თქვენ იცით, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ სიკვდილი, ნგრევა დავასრულოთ“, – აღნიშნა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია გააკეთებს „ყველაფერს,რაც შეუძლია“, რათა საბოლოოდ ორივე მხარემ თქვას – „დიახ“.