1760793040
ჩვენ უკრაინა ბრძოლისკენ წავახალისეთ, მაგრამ არ მივეცით გამარჯვების საშუალება, ისინი ვერ გაიმარჯვებენ... უკრაინას დასავლელმა პარტნიორებმა ცრუ იმედები მისცეს, თუმცა რეალური ძალით მას არავინ დაეხმარა - რიჩარდსი

"ჩვენ უკრაინა ბრძოლისკენ წავახალისეთ, მაგრამ არ მივეცით მას გამარჯვების საშუალება", აცხადებს ბრიტანეთის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი. დევიდ რიჩარდსის ინტერვიუს ბრიტანული გაზეთი The Independent-ი ავრცელებს.
თავის პირველ ხანგრძლივ პოდკასტ ინტერვიუში, რიჩარდსმა განაცხადა, რომ უკრაინის პერსპექტივა კარგი არ არის. უკრაინამ დასავლელი მოკავშირეებისგან ცრუ იმედები მიიღო და ვერ შეძლებს რუსეთის ძალებთან გამკლავებას ნატო-ს ძალების დახმარების გარეშე, რომლებიც სახმელეთო ოპერაციებში არ ჩაერევიან.
"რაც ჩვენ უკრაინის შემთხვევაში გავაკეთეთ, არის ის, რომ წავახალისეთ ბრძოლა, მაგრამ არ მივეცით მათ გამარჯვების საშუალება. ჩემი აზრით, ისინი ვერ გაიმარჯვებენ... მათ არ ჰყავთ საკმარისი ცოცხალი ძალა. ამიტომ, დროა, კიევმა მშვიდობის დასამყარებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. უკრაინას დასავლელმა პარტნიორებმა ცრუ იმედები მისცეს ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ძალით მას არავინ დაეხმარა. ნატო-ს გარეშე ამ ომის მოგება შეუძლებელია, ჩვენ კი, ბუნებრივია, მასში არ ჩავერთვებით. რადგან, ევროპისთვის უკრაინის კონფლიქტი არ არის ეგზისტენციალური სახის მოვლენა, რუსეთისგან განსხვავებით, რომელსაც ამ ომის მოგება სჭირდება. დასავლეთს უკრაინისთვის საკმარისი იარაღი, რომ მიეცა, ამ ომის მოგება მაინც გართულდებოდა - კიევს საკმარისი ადამიანური ძალა არ აქვს, რუსეთის არმია ამ საკითხში აჭარბებს კიევის მონაცემებს. ყველაზე კარგი ვარიანტი, რაც შეიძლება ახლა უკრაინისთვის მოხდეს, არის ამ ომის თანაბარ პირობებში, ფრედ დასრულება", - განაცხადა დევიდ რიჩარდსმა.
დევიდ რიჩარდსი ბრიტანეთის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაურია, რომელიც ასევე სხვადასხვა მაღალ თანამდებობას იკავებდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.