რა იზიდავს გველებს ეზოში - ექსპერტებმა 5 მიზეზი დაასახელეს
1793550649
სლოვენიის პრემიერ-მინისტრი იანეზ იანშა ევროკავშირის ქვეყნებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სლოვენიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, „როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განვიხილავდით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რომელიმე წევრ სახელმწიფოში ან მთლიანად ევროკავშირში შესაძლებელი იქნებოდა შემდეგი ქმედებები ყოველგვარი შედეგების გარეშე:
1. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება (რუმინეთი);
2. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის (RTV) ეთერიდან საინფორმაციო გადაცემის მოხსნა (უნგრეთი);
3. პოლიციის შეყვანა საკონსტიტუციო სასამართლოში (პოლონეთი);
4. არჩევნებამდე სამი კვირით ადრე რეიტინგებში ლიდერი პარტიის ხელმძღვანელის დაპატიმრება (სლოვენია);
5. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის პოლიციის მიერ დაკავება და მისი ხელმძღვანელობის შეცვლა (პოლონეთი);
6. ეროვნული საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამშრომელთა წმენდის განხორციელება (სლოვენია);
7. წინა მთავრობის წევრების ციხეში ჩასმა ისე, რომ თავის დაცვის შესაძლებლობაც არ მიეცათ (უნგრეთი);
8. თითქმის ერთი მილიონი არალეგალური მიგრანტისთვის მოქალაქეობის დაჩქარებული წესით მინიჭება (ესპანეთი);
9. ახალი ატომური ელექტროსადგურის დახურვა და რუსეთის მიმართულებით გაზსადენის მშენებლობა (გერმანია);
10. ნახშირბადზე დაფუძნებული ენერგორესურსების დაბეგვრა, პარალელურად ატომური ელექტროსადგურების დახურვა და მრეწველობის ისეთ ქვეყნებში გადატანა, სადაც გარემოსდაცვითი სტანდარტები დაბალია – იმ საბაბით, თითქოს ამ გზით პლანეტას ვუფრთხილდებით.
შედეგად, მივიღეთ ევროკავშირი, რომელსაც სჭირდება, საკუთარი თავისგან გადაირჩინოს თავი“, - წერს სლოვენიის პრემიერი სოციალურ ქსელში.