ჩვენ ახალი NATO-ს დაბადების მოწმენი ვართ, რაც ნიშნავს უფრო მეტად დაბალანსებულ NATO-ს, რომელსაც აქვს მეტი ევროპული პასუხისმგებლობა - ალექსანდრ სტუბი

ალექსანდრ სტუბი

ჩვენ ახალი ნატო-ს დაბადების მოწმენი ვართ, რაც ნიშნავს უფრო მეტად დაბალანსებულ ნატო-ს, ნატო-ს, რომელსაც აქვს მეტი ევროპული პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

სტუბის თქმით, უკრაინის ომის შემდეგ, ნატო-მ გააორმაგა საზღვარი რუსეთთან ფინეთის საშუალებით და ჰელსინკის სრული ნდობა აქვს ნატო-ს მეხუთე მუხლის.

„ჩვენ მსოფლიო წესრიგის ცვლილების მოწმენი ვართ. ეს ჰგავს ვითარებას, რომელიც იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების და ცივი ომის შემდეგ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ შეცდომა დავუშვით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბალანსი მეტ-ნაკლებად სწორი იყო, ცივი ომის შემდეგ ინტელექტუალურად ზარმაცები გავხდით. ჩვენ უნდა გავიგოთ და გავარკვიოთ, რომ დასავლური დომინირების დრო დასრულდა. ჩვენ მივდივართ მსოფლიო წესრიგისკენ, რომელიც უფრო ტრანზაქციულია, უფრო მრავალპოლარულია, უფრო უწესრიგოა. და ეს ნიშნავს, სულ მცირე, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ფინეთია, რომ ჩვენ გვჭირდება ახლო მოკავშირეები და უნდა ვიმუშაოთ ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.