„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად 100-ზე მეტი პირი დაშავდა. ტრაგედია ქალაქ კოჩანის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.
კონცერტის მიმდინარეობის დროს გაისროლეს ფეიერვერკი, რამაც შენობის სახურავზე ცეცხლი გააჩინა. ადგილობრივი პოლიციის განმარტებით, დროულად ამოქმედდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემაც, თუმცა იმის გამო, რომ ინტერიერი აალებადი მასალით იყო მოპირკეთებული, ხანძრის ლოკალიზება დროულად ვერ მოხერხდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს აუნაზღაურებელი ტრაგედია უწოდა და დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მიუსამძიმრა. ქვეყანაში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.