ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ „ომიკრონის“ ორმა შტამმა პანდემია დაასრულა - ცერცვაძე

ცერცვაძე

სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ ვიტყვით, რომ „ომიკრონის“ ორმა შტამმა პანდემია დაასრულა, რადგან მსოფლიოში ყოველდღე ნახევარი მილიონი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, „კოვიდ 19“-ის კლინიკური მართვის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „მოამბე“ წამყვანის შეკითხვას, შეგვიძლია თუ არა, ვთქვათ, რომ „ომიკრონის“ ორმა შტამმა პანდემია დაასრულა და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს შეიძლება, დავუბრუნდეთ.

„მათ შორის, საინტერესოა, რომ აშშ-ში და ევროპაში, გერმანიაში, მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანაში და ინგლისში; იმ ქვეყნებში, სადაც წინათ, ახალი შემთხვევები ყველაზე დაბალი იყო – სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჰონკონგი და ა.შ. იქ პიკი არ არის, მაგრამ შემთხვევები ჩვენზე ბევრად მაღალია. სიკვდილობა მე დავითვალე და უნიკალური შემთხვევა მოხდა, ბოლო ერთ თვეში სიკვდილობა გვაქვს 5-ჯერ და 10-ჯერ დაბალი, ვიდრე ევროპის დანარჩენ ქვეყნებს და აშშ-ს. ეს რას ამბობს?! – დიახ, იქმნება ილუზია, რომ პანდემია დავასრულეთ და ღმერთმა ქნას, ეს ილუზია არ იყოს, მაგრამ იქ ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა ცერცვაძემ.