რა უნდა გააკეთოთ ხვალ, 20 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს, რომ სურვილები აგისრულდეთ
1742403708
ჩრდილოეთ კორეა რუსეთის არმიის მხარდაჭერას გააგრძელებს. განცხადება კიმ ჩენ ინმა გაავრცელა.
უმცროსი კიმი ამბობს, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები და მოსახლეობა უცვლელად განაგრძობს რუსეთის არმიის მხარდაჭერას.
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 11 000 სამხედრო გაგზავნა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით კი, ისინი უმეტესად კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობენ.