რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
ჩინეთი ამოწმებს ცნობებს უკრაინაში ჩინეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა განაცხადა.
„ჩინური მხარე ამოწმებს შესაბამის სიტუაციას უკრაინულ მხარესთან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის მთავრობა ყოველთვის სთხოვდა თავის მოქალაქეებს, მოერიდონ შეიარაღებული კონფლიქტის ზონებს და თავიდან აიცილონ შეიარაღებულ კონფლიქტში ნებისმიერი ფორმით ჩართვა, განსაკუთრებით ნებისმიერი არმიის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა“, – განაცხადა ლინ ძიანმა.
ამასთან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უკრაინის განცხადებები საომარ მოქმედებებში ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ უსაფუძვლოა.
მისი თქმით, ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ნათელია და ფართოდ არის აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
„უკრაინამ სწორად უნდა შეაფასოს ჩინეთის ძალისხმევა და კონსტრუქციული როლი უკრაინის კრიზისის პოლიტიკური დარეგულირების ძებნის პროცესში“, – აღნიშნა მან.
8 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდნენ. ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა – განმარტებებისთვის ჩინეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.