ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები იმ ავტოკრატიულ ალიანსს წარმოადგენენ, რომელიც დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ეჭვქვეშ აყენებს - კაია კალასი

კაია კალასი

ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები, რომლებიც პეკინში სამხედრო აღლუმზე ერთად გამოჩნდნენ, იმ ავტოკრატიულ ალიანსს წარმოადგენენ, რომელიც დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ეჭვქვეშ აყენებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ავტოკრატიული ალიანსი ახალი მსოფლიო წესრიგისკენ მიმავალ სწრაფ გზას ეძებს.

„ვიდრე დასავლელი ლიდერები დიპლომატიურად იკრიბებიან, ავტოკრატიული ალიანსი ახალი მსოფლიო წესრიგისკენ მიმავალ სწრაფ გზას ეძებს“, – განაცხადა კალასი.

ცნობისთვის, ჩინეთში მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმს 26-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი.