ჩინეთი სანქციებს მოუხსნის ევროპარლამენტარებს, რათა ხელი შეუწყოს ბრიუსელსა და პეკინს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებს - POLITICO

ჩინეთი სანქციებს მოუხსნის ევროპარლამენტარებს

ჩინეთი სანქციებს მოუხსნის ევროპარლამენტარებს, რათა ხელი შეუწყოს ბრიუსელსა და პეკინს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, საუბარია ხუთ მოქმედ და ყოფილ ევროპარლამენტარზე, რომელთაც პეკინმა სანქციები ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევისთვის კრიტიკის გამო დაუწესა.

მედიის ცნობით, ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა პეკინის გადაწყვეტილებას ევროპარლამენტში მოქმედი ჯგუფების ლიდერებს დღეს დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე გააცნობს.

გასულ კვირას მეცოლამ განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შესახებ პეკინთან მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა.

ცობისთვის, 2021 წელს ჩინეთმა ხუთი ევროპარლამენტის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. მას შემდეგ ევროპარლამენტი ჩინეთთან ნებისმიერი დიპლომატიური კონტაქტების დამყარების წინაპირობად ამ სანქციების გაუქმებას ასახელებდა.