1760793040
China Airlines-ის ბორტზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ჰანგჟოუდან სეულის მიმართულებით ფრენის დროს, China Airlines-ის Airbus A321-ის ბორტზე, პორტატულ დამტენს ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი მგზავრის ჩანთაში იდო. ხანძარი 10 კილომეტრის სიმაღლეზე, თვითმფრინავის სალონში მდებარე შესანახ განყოფილებაში გაჩნდა და სალონი კვამლით სწრაფად აივსო. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
თვითმფრინავის ეკიპაჟმა, შექმნილი ვითარების გამო, შანხაის, პუდონგის აეროპორტში ავარიული დაშვება მოითხოვა. საბედნიეროდ, ბორტგამცილებლებმა დაშვებამდე ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს.
ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ მედიაშიც გავრცელდა.
ცნობისთვის, ლითიუმ-იონური ელემენტების მქონე სხვა მოწყობილობების მსგავსად, პორტატულ დამტენებს შეიძლება თერმული გაჟონვა განუვითარდეთ. ამ დროს, ელემენტი, დაზიანების, გადახურების ან მოკლე ჩართვის გამო, სწრაფად იწყებს გაცხელებას, აალებას ან კვამლისა და ტოქსიკური აირების გამოყოფას.