5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

ვერძი

თვალი ადევნეთ გარშემო მომდინარე მოვლენებს, გაითვალისწინეთ თქვენი გამოცდილება, ცოდნა და გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები, ჯერჯერობით, თავი შეიკავეთ აქტიური ქმედებისგან ახალ საქმეებთან დაკავშირებით.

კურო

იზრუნეთ საკუთარ იმიჯზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გარშემო თანამოაზრეები შემოიკრიბეთ, განტვირთვისთვის დაგეგმეთ საინტერესო ღონისძიებები ბუნებაში.

ტყუპები

წარმოქმნილი ვითარება კამათსა და შეხლა-შემოხლას გამოიწვევს, ნუ გაექცევით პასუხისმგებლობას და მეტი სიცოცხლე შეიტანეთ იმ საკითხებში, რომელიც გაღელვებთ.

კირჩხიბი

დღეს მეტი სიფრთხილე და ძალების მობილიზება გმართებთ, რეალობის ჯანსაღი აღქმა დაგეხმარებათ სწორი და სამართლიანი ნაბიჯების გადადგმაში, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპრომისზეც წადით და მშვიდად ადევნეთ თვალყური მიმდინარე მოვლენებს.

ლომი

მოსალოდნელია წარმატებები პირად-სასიყვარულო საქმეებში, დაგეგმეთ შეხვედრები, თუ ვინმეზე განაწყენებული ხართ, ახლა ის დროა, შეურიგდეთ დიდი ფიქრისა და ცერემონიების გარეშე.

ქალწული

პოზიტიური და სასიამოვნო ცვლილებების დროა, მაგრამ აქცენტი გააკეთეთ იმ საქმეებზე, რომლებიც ნამდვილად კარგად იცით და რომლის წარმატებით განვითარებაშიც ეჭვი არ გეპარებათ.

სასწორი

მოსალოდნელია გარკვეული სახის ცვლილებები, რაც თქვენთვის მეტად სასიკეთო და წარმატების მომტანი იქნება. წერტილი დაუსვით გაურკვევლობებს. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა.

მორიელი

შესაძლოა, წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ სრული დატვირთვით ამოქმედდება და შესაშურ წარმატებასაც მოგიტანთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სწორედ ახლა გაერკვეთ თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. საკუთარ თავში ჩაღრმავებით მკაფიოდ დაინახავთ და შეიცნობთ თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე თითოეული დაბრკოლებების არსს.

თხის რქა

მოიძიეთ ახალი სანდო თანამოაზრეები და პარტნიორები, ყველაფერი გააკეთეთ ჰარმონიული და სასიკეთო ურთიერთობებისთვის, რომელიც სასურველია მორალური პრინციპებით იყოს განმტკიცებული.

მერწყული

გაფილტრეთ საქმიანი ურთიერთობები და იმუშავეთ მხოლოდ სანდო და გამოცდილ ადამიანებთან. ნუ დახარბდებით ახალ მაცდუნებელ წინადადებებს, რადგან, დიდი ალბათობით, ის წაგებიანი იქნება.

თევზები

დღეს საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება ან ნაჩქარევი მოქმედება შეცდომებს გამოიწვევს, რაც უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. მეტი სიფრთხილე და გონიერება გმართებთ.