"ჩემი ურთიერთობა მასთან არ არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურთან ურთიერთობა..." - მირეი მატიე

მირეი მატიე

ფრანგულ რეგიონულ ყოველდღიურ გაზეთ „ნიცა მატენში“ (Nice Matin) სათაურით „ამაღელვებელი და გულში ჩამწვდომი“: „მე მიყვარს რუსი და უკრაინელი ხალხები“ გამოქვეყნებულია ინტერვიუ პოპულარულ ფრანგ მომღერალთან, 76 წლის მირეი მატიესთან, რომელიც, შემოქმედებით გეგმებთან ერთად, საუბრობს რუსეთ-უკრაინის ომზე, რუს და უკრაინელ ხალხებთან დამოკიდებულებაზე, პირად კონტაქტებზე რუსეთის პრეზიდენტთან და ა.შ.

მომღერალს კურორტ სენ-ტროპეში ყოფნის დროს Nice Matin-ის კორესპონდენტი ლორან ამარლიკი ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომლის თარგმანსაც „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

- ყოველი წლის აგვისტოს ბოლოს თქვენ ტრადიციულად მონაწილეობთ მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართულ „სპასკის“ მუსიკალურ ფესტივალში საპატიო სტუმრის სტატუსით. ალბათ, ახლა ფესტივალი თქვენ გარეშე გაიმართება...

-დღევანდელი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, წარმოიდგინეთ, როგორი რთული იქნება ჩემი იქ გამოსვლა... მე დიპლომატიის მომხრე ვარ და მოვუწოდებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მის უკრაინელ კოლეგას ვლადიმერ ზელენსკის ერთმანეთს შეხვდნენ. აუცილებელია ლექსიკონიდან სიტყვა „ომის“ გამორიცხვა.

- თქვენ დღეს მაინც „აღტაცებული ხართ ვლადიმერ პუტინით“?

- იცით, ეს ძალიან პირადულია... ჩემი ურთიერთობა მასთან არ არის მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურთან ურთიერთობა იმდენად, რამდენადაც მან პირადად მიმასპინძლა, როცა რუსეთში ვმღეროდი. მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ რუს და უკრაინელ ხალხებს. რუსეთი დიდი ქვეყანაა, რუსებს საფრანგეთი უყვართ. რუსები ჩემთვის ისევ ძვირფას ადამიანებად რჩებიან. გასაკვირი არაა, რომ რუსების აბსოლუტური რაოდენობა მხარს უჭერს თავის პრეზიდენტს - ვლადიმერ პუტინს. ეს ტიპურ რუსულ მოვლენას წარმოადგენს. ვინც რუსეთს ცუდად იცნობს, ის ამას ვერ გაიგებს.

წყარო