„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
ჩემი მოვალეობაა, განვსაჯო, რა არის ბრიტანეთის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტარმერის თქმით, მას ესმის, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილების გამო, არ ჩართულიყო პროცესში საწყის ეტაპზე, მაგრამ როგორც პრემიერი აღნიშნავს, მისი მოვალეობა ბრიტანეთის ეროვნული ინტერესებით მოქმედებაა და გამიზნულად არ ჩაერთნენ ოპერაციაში თავიდანვე.
პრემიერის თქმით, ირანისთვის საუკეთესო გზა მოლაპარაკების გზით ვითარების დარეგულირება და ბირთვული იარაღის განვითარების მისწრაფებებზე უარის თქმაა.
ამასთან, როგორც სტარმერი განმარტავს, ამერიკული ბომბდამშენების მიერ კვიპროსზე მდებარე ბრიტანული ავიაბაზები გამოყენებული არ ყოფილა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანი მთელ რეგიონზე ახორციელებს დარტყმებს და ათასობით რაკეტა გაუშვა იმ ქვეყნების მიმართულებით, რომლებიც მას თავს არ დასხმიან.
კირ სტარმერი აღნიშნავს, რომ ამჟამად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გაერთიანებული სამეფოს 300 000-მდე მოქალაქე იმყოფება სხვადასხვა მიზნით.