ჩეხეთში ანდრეი ბაბიშის მთავრობამ პარლამენტის ნდობის ვოტუმი მოიპოვა

ანდრეი ბაბიში

ჩეხეთის პარლამენტმა ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

მმართველი კოალიციის წევრებმა, რომლებსაც 200-ადგილიან ქვედა პალატაში 108 მანდატი აქვთ, მთავრობა 108 ხმით 91-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.

ახლა ბაბიშის მთავრობის მთავარი ამოცანა თვის ბოლომდე 2026 წლის ბიუჯეტის გეგმის დამტკიცებაა, რადგან სახელმწიფომ მიმდინარე წელი დროებითი ბიუჯეტით დაიწყო.